ირანში უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა და არავითარ ტერორიზმზე საუბარი არ არის.
„უკრაინული სამგზავრო ლაინერის ირანში ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის პრობლემები გახდა და არა ტერორიზმი“, – აცხადებენ საელჩოში.
შეგახსენებთ, უკრაინული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა, ბოინგ-737-მა კატასტროფა განიძადა და ყველა მგზავრი, 180 ადამიანი დაიღუპა.