სალომე ზურაბიშვილმა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გააკეთა, რომელშიც უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ავიახაზების ავიაკატასტროფას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.