მარტვილში 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

მარტვილის რაიონში, წუხელ, 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. სოფლის რწმუნებული აცხადებს, რომ მამაკაცს ერთი ჭრილობა გულის არეში აღენიშნება, რომელიც ცივი იარაღითაა მიყენებული. ირკვევა, რომ ბრალდებული გარდაცვლილის ნათესავია.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ერთმანეთის ნათესავები არიან. ნასვამები იყვნენ, წაკამათდნენ და ჩხუბში გადაიზარდა, რაც უბედური შემთხვევით დასრულდა” – თქვა რწმუნებულმა.

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ერთი პირი ადგილზე დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.