ამერიკის ლიდერმა ავიათავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

დონალდ ტრამპი აშშ-ს ბაზარზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

მან მოკლე განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა,“ – თქვა ტრამპმა.

ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ, გუშინ ირანმა აშშ-ერაყის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა.
ცნობისთვის, ირანმა, ბაზის მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.