უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა თეირანში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა და მწუხარება გამოთქვა.

„საშინელი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა“,- თქვა უკრაინის ლიდერმა.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიები თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებსა და მგზავრთა ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით.