თეირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავს 180 მგზავრი ემსხვერპლა

თეირანის ტერიტორიაზე უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737 ჩამოვარდა. მის შედეგად ყველა მგზავრი, 180 ადამიანი დაიღუპა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, კატასტროფა ირანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ მოხდა.

BBC-ის მიერ ნაჩვენებ ვიდეოში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერშივე უკიდია, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ მას ცეცხლი ჰაერშივე გაუხსნეს. არსებობს მოსაზრება, რომ ირანმა ხომალდი შემთხვევით ჩამოაგდო.