აშშ-ერაყის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის გამო ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა

აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასმა მსოფლიოს მასშტაბით 5 პროცენტით მოიმატა.

ცნობისთვის, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით მოიმატა და ამჟამინდელი ჟირებულება 71.75 დოლარს შეადგენს. ხოლო, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე, ერთი ბარელი West Texas Intermediate-ის ფასმა 4.7%-ით გაიზარდა და 65.65 დოლარია.

ფასი მოემატა ასევე ოქროსაც, ერთი უნცია ოქროს ფასი 1.600 დოლარია. ეს მაჩვენებელი ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.