მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვებისთვის ადგილსამყოფელის შეცვლას გეგმავს

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აპირებს კარავს ადგილსამყოფელი შეუცვალოს.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“რამდენად უსუსური ხარ “ქართული ოცნება”. იმაზეც კი წახვედი, ბავშვთა ბაღის ანგელოზებიც კი გამოიყენეთ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად გადარჩეთ, როგორ იძირები დღე და დღე, თან ისე, ხვდებით და არ გინდა მიხვდეთ. იძულებული გავხდი პირველად, ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში, ამ შემთხვევით მესარგებლა, ცოტათი დავისვენო, ძალა მოვიკრიბო. ბანერი წარწერით, იმისი მოთხოვნით, რომ უნდა შეიქმნას დროებითი კომისია პარლამენტში დაიდგმევა პარლამენტის წინ, ეს ცხადია, იმიტომ რომ შესაფერისი ადგილი ის არის. რაც შეეხება კარავს, ვფიქრობ ადგილმდებარეობა შევუცვალო. კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა მაქვს”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.