მესამე მსოფლიო ომი იწყება?

8 იანვარს, ღამით ირანმა ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ერაყში მდებარე ორ სამიზნეზე განახორციელა, სადაც ამერიკელი სამხედროები და კოალიციის ძალები იმყოფებოდნენ.
ტრამპმა ამ აქტს მშვიდად ტვიტერით უპასუხა და აღნიშნა: ”ყველაფერი კარგად არის! ერაყში ირანის სამხედროებმა ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა განახორციელეს. ხდება მიყენებული ზიანის შეფასება. ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს!  ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი სამხედროები მთელ მსოფლიოში! ხვალ დილით გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას.”

მიმართვას ავრცელებს ირანელი სამხედროებიც, სადაც ხაზგასმულია “მეტი გამანადგურებელი პასუხი” და მუქარა “არ დავივნდობთ შტატების ჯარებსო”. ისინი ასევე ითხოვენ შტატებმა რეგიონიდან ჯარი გაიყვანოს.

პასუხი შტატებიდან ნეგატიურია. ანალოგიურად ევროპული ტრიბუნიდან, საიდანაც დღესაა მოსალოდნელი მწვავე განცადებები. ექსპერტები კი შიშობენ, რომ ესკალაციის ტემპებიდან გამომდინარე მესამე მსოფლიო ომის ალბათობა ძალიან მაღალია.