„გუდაური წყლით სტაბილურად მარაგდება“ – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ გუდაური წყლით სტაბილურად მარაგდება.

„სასტუმრო „გუდაური ჰილსის“ მენეჯერი ილია ბარბაქაძე ადასტურებს, რომ დაბალი წნევის გამო წყალმომარაგება შეზღუდული იყო მხოლოდ რამდენიმე საათით 31 დეკემბერს, მაგრამ 1 იანვრიდან პრობლემა მოგვარდა“, – ნათვამია განცხადებაში.

როგორც სასტუმრო „თრუსოს“ მფლობელი თეონა ქუთათელაძე ამბობს, რომ წყალმომარაგების პრობლემა ზამთრის დასაწყისში დაიყო.

„დროულად მივიღეთ ზომები, მილის პრობლემა იყო, მივაგენით დაზიანებას, შევაკეთეთ და მას შემდეგ წყალი გვაქვს უწყვეტ რეჟიმში,” – თქვა თუთათელაძემ.

„31 დეკემბერს მხოლოდ 2-3 საათით არ გვქონდა წყალი, პრობლემა მალე მოგვარდა და ყველა პირობა გვაქვს სასიამოვნო დასვენებისთვის. ბევრი ტურისტი გვყავს და ძალიან კმაყოფილი არიან,“ – განაცხადა „გუდაური ლოფტის“ მენეჯერმა, ნათია თელიამ.