ჩინეთში დაუდგენელი ვირუსი აღმოაჩიენს

ჩინეთში დაუდგენელი სახეობის ვირუსი აღმოაჩინეს. მოცემული ვირუსით ათობით ადამიანია დაავადებული. მას პნევმონიის სახე აქვს. დაავადებული ადამიანები ახლა საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის ორგანიზაციების განცხადებით, ვირუსს ახასიათებს მწვავე ციებ-ცხელება, გარკვეულ პაციენტებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ხოლო გულმკერდის რენტგენოგრაფია ორივე ფილტვის ინვაზიულ დაზიანებებს აჩვენებს.

ცნობისთვის ვირუსმა 12-დან 29 დეკემბრამდე იჩინა თავი. ის რამდენიმე ზღვის პროდუქტების გამყიდველს აღოუჩინეს. არსებული ბაზარი დახურეს, თუმცა უცნობია მანამდე გაყიდული პროდუქციიდან დაინფიცირდა თუ არა სხვა ადამიანები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ვირუსის სრულად შესაფასებლამ ჯერჯერობით მწირი ინფორმაციაა ცნობილი.