ავსტრალიის ხანძარს ფლორისა და ფაუნის გარკვეული სახეობები სრულიად ემსხვერპლა

ველური ბინების ექსპერტები აცხადებენ, რომ ავსტრალიის ხანძარმა კატასტროფული შედეგები გამოიტანა, მის შედეგად ფლორისა და ფაუნის მთელი რიგი სახეობები სრულად განადგურდა.

ვარაუდობე, რომ სრულად განადგურდა პატარა ჩანთოსნების გარკვეული სახეობები და შავი კაკადუ.

„თუკი ზოგიერთი მათგანი გადარჩა, შიმშილით დაიხოცებიან იმიტომ რომ იქ მათი საჭმელი აღარ დარჩა“, – აცხადებს გარემოს ექსპერტის, ჰეიდი გროფენი.

ასევე, სავარაუდოდ, განადგურდა კონტინენტზე არსებული კოალების ნახევარი. ცნობისთვის, კოალები ნელა გადაადგილდებია, ამიტომ ისინი ვერ ასწრებენ ცეცხლისგან გაქცევას.

ველური ბუნების პარკის ერთ-ერთი თანამფლობელი სემ მიტჩელი ამბობს, რომ ეკოსისტემის აღდგენას წლები დასჭირდება.

„ჩვენ ვხედავთ კენგურუებს და კოალებს, როგორ ეწვით ხელები და ფეხები – მათ სიცოცხლის შანსი აღარ აქვთ. ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია… ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ველური ბუნების რეაბილიტაცია მოვახიდინოთ, მაგრამ ამას წლები დასჭირდება“, – თქვა მან.

ცნობისთვის, ხანძარს ნახევარ მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა.

„ჩვენ იმდენ ცხოველს ვერ ვიღებთ სამკურნალოდ, რამდენსაც ველოდებოდით. ალბათ იმიტომ, რომ ისინი ცეცხლს თავს ვეღარ აღწევენ“, – აცხადებენ ცხოველების სამკურნალო დაწსებულებაში.