დღეს სრულიად საქართველო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი ტრადიცია არსებობს, მათ შორისაა შობის ღამეს ფანჯრის რაფებთან სანთლის დანთება. ეს ტრადიცია ილია მეორემ დაამკვირდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო ალილო იმართება. სიმღერის დასრულების შემდეგ, ალილოს მონაწილეებს სანოვაგით ამარაგებენ. ეს ტრადიცია საქართველოში წლების განმავლობაში ურღვევად მიმდინარეობდა გარდა ერთი შემთხვევისა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. მოგვიანებით, 1990 წელს ეს ტრადიცია, როგორც აღვნიშნეთ, ილია მეორემ აღადგინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში ლიტურგია აღევლინება.
ბიბლიის მიხედვით, მაცხოვარი პატარა გამოქვაბულში დაიბადა. თავდაპირველად ეს შემთხვევა წარმართმა მოგვებმა შეიტყვეს. სწორედ მათ შენიშნეს ცაზე ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ სამყაროს მხსნელი მოევლინა.