ირანი ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება

ირანის მთავრობა აცხადებს, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს ირანი აღარ დაემორჩილება.

“ირანი გააგრძელებს ბირთვულ გამდიდრებას შეზღუდვების გარეშე და მის ტექნიკურ საჭიროებებზე დაყრდნობით,” – ნათქვამია გაცხადებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, ირანი არცერთ შეზღუდვას არ გაითვალისწინებს, თუმცა არაა აღნიშნული, რომ ქვეყანა შეთანხმებას ტოვებს. ირანი გაეროს ატომური ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. ირანი აცხადებს, რომ ის ხელშეკრულებას სრულად მაშინ შეასრულებს, როდესაც მისგან სარგებელს თვითონაც მიიღებს.