„საქართველოს საპატრიარქომ ეს წნეხი საზოგადოების მხრიდან 3 წელი ატარა და ახლა ცდილობს სხვა ინსტიტუტზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა”, – დეკანოზ მამალაძის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას გამოეხმაურა შეწყალების სიასთან დაკავშირებით და თქვა, რომ „საქართველოს საპატრიარქომ ეს წნეხი საზოგადოების მხრიდან 3 წელი ატარა და ახლა ცდილობს სხვა ინსტიტუტზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა. მათ ამ ადამიანის პატიმრობაში დატოვება სურთ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ დეკანოზი დაისაჯოს სამაგალითოდ რათა შემდეგ სხვა სასულიერო პირმა არ გაბედონ ის, რაც მან გაბედა“.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის დღემდე უცნობია თუ რას ედავებიან დეკანოზს. მან პრეზიდენტი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

“საქართველოს პრეზიდენტმა სამი წლის თავზე მაინც უნდა იცოდეს, რომ ამ საქმეში არა ეკლესია, არამედ საერო პირი შორენა თეთრუაშვილი არის დაზარალებულად ცნობილი. მან პატრიარქის მოკვდინებაში დაადანაშაულა დეკანოზი, მაშინ როდესაც ამ საქმეზე სამი ინსტაციის სასმართლო დასრულდა და დაზარალებული შორენა თეთრუაშვილია. მან შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მოატყუა. ახალი წესებით აპელირებაც არის საზოგადოების მოტყუება, რადგან კონსტიტუცია მას უპირობოდ აძლევს ნებისმიერი მოქალაქის შეწყალების უფლებას. სირცხვილია, მან სამი წლის თავზე ის მაინც უნდა იცოდეს თუ რას ედავებიან დეკანოზს და ვინ არის ამ საქმეში დაზარალებული”, – თვქ გიორგი ფანცულაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე საათის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეიწყალებს.

„პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა და მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ, იკითხავთ რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა – ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება“, – თქვა პრეზიდენტმა.

ს ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა და მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ, იკითხავთ რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა – ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება“, – თქვა პრეზიდენტმა.