„შუა აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ“ – ყასემ სოლეიმანის შვილი

ასობით ათასი ადამიანი ყასემ სოლეიმანის დაღუპვას გლოვობს. შავებში შემოსილი მოქალაქეები, სოლეიმანის სურათებით „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“ სკანდირებენ და ხელისუფლებას შურიგებისკენ მოუწოდებენ.

საზოგადების წინაში განცხადება ყასემის შვილმა, ზეინაბმა გააკეთა და მოსახლეობას აშშ-სთვის „ბნელ დღეებს“ დაჰპირდა.

„შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ ყველაფერი დასრულდა მამაჩემის მოკვლით. შუა აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ“,- აცხადებს ყასემ სოლეიმანის შვილი.

სამგლოვიარო ცერემონიას ყვეყნის ლიდერებიც ესწრებიან.