საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 12 საათზე გამართულ ბრიფინგზე დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებაზე უარი განაცხადა.

„გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას… ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.