დავით გომართელი იტალიაში, საქართველოს საელჩოში, კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა

ქართველი მომღერალი, დავთ გომართელი, ირალიაში, საქართველოს საელჩოში, კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

მათივე განცხადებით, მას ამ თანამდებობაზე გამოცდილება აქვს. მა 2005 წელს, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სამინისტროში წამყვანი პოზიცია ეკავა.

„მისი პორტფელი მოიცავს კულტურის სფეროში საქმიანობას, კერძოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში. მოგეხსენებათ, რომ დავით გომართელს გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, იგი წამყვან პოზიციას იკავებდა უწყებაში 2005 წელს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს და ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკაა, როდესაც კულტურის მოღვაწეებს დიპლომატია იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში, პოზიტიური იმიჯის განმტკიცების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ბატონ დავითს ამ მხრივ ჰქონდა საკმაოდ კარგი გამოცდილება, მისი იტალიური კულტურისა და იტალიური ენის ცოდნა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ის შეირჩა ამ კანდიდატურაზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.