ქასემ სულეიმანის მკვლელობის გამო აშშ დიდ საფასურს გადაიხდის – ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერი

ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალას განცხადებით, ქასემ სულეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ს დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

„სამართლიანი დასჯის სამიზნე რეგიონში განთავსებული ამერიკული სამხედრო ძალაა: ამერიკული სამხედრო ბაზები, სამხედო-საზღვაო ხომალდები, თითოეული ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონში,“ – აცხადებს ნასრალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მათი განცადებით, ამერიკის მშვიდობიან მოსახლეობას არ შეეხებიან, რადგან ეს ტრამპის დღის წესრიგს ემსახურება.

“როდესაც ამერიკელი სამხედროებისა და ჯარისკაცების კუბოების ტრანსპორტირება დაიწყება, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გააცნობიერებენ, რომ მათ რეგიონი დაკარგეს და არჩევნებსაც წააგებენ,”- დასძინა დაჯგუფების ლიდერმა.