დღეს, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებითნ ბრიფინგი გაიმართება

დღეს, 12 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებითნ ბრიფინგი გაიმართება. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასაჯაროვებს.

ცნობისთვის, მორატორიუმის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი საშობაო შეწყალების აქტია.

არსებობს კითხვები დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მოხვდება თუ არა ის შეწყალების სიაში.