ინდონეზიაში წყალდიდობას 53 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 53-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო ასაჯაროვებს.
ცნობისთვის 173 ათას ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

ცნობისთვის, ინდონეზიაში 24 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა ახალი წლის ღამეს დაიწყო.