მადრიდში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

მადრიდში, ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ესპანური მედია ადასტურებს.

ცნობისთვის, ქართველებმა სახლის გაქურდვა საახალწლო დღეებში სცხადეს. მეზობლებმა სახლიდან ხმაური გაიგეს, თუმცა იცოდნენე, რომ სახლში არავინ იყო, ამიტომ სამართალდამცავ ორგანოში დარეკეს.

პოლიციის ადგილზე მისვლისას საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა სცადა. ის მეორე სართულიდან ზეწრების დახმარებით ჩასვლას ცდილობდა, თუმცა ჩავარდა და ფეხი მოიტეხა. შედეგად, ისინი ადგილზევე დააკავეს.