გურჯაანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაზიანებული მამა-შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

სოფელ გურჯაანში, მამა-შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სავარაუდოდ, ისინი ბუნებრივი აირით მოიწამლნენ. ამ ინფორმაციას კლინიკის, „ახალი სიცოცხლე“ პრესსამსახური ადასტურებს.

ამჟამად, ორივე რეანიმაციაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზე არიან.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძვრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.