დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 87 წელი შეუსრულდა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, 87 წელი შეუსრულდა.

ილია მეორე, 1933 წელს 4 იანვარს დაიბადა. 1957 წელს იგი ბერად აღიკვეცა და ამავე წლის 18 აპრის სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წელს ის წმინდა სერგის მონასტერში მღვდელმონაზვნობდა. 1960 წელს იგი აყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წელს არქიმანდრიტის ხარისხში. 1863 წელს გახდა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1963-72 წლების განმავლობაში კი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1967 წელს ის გადაიწყვანეს აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს იგი მიტროპოლიტი გახდა. 1977 წელს კი იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.