ავსტრალიაში ხანძარი უკონტროლო გახდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფარი ადგილზევე ეძებონ, რადგან გაქცევის დრო აღარ დარჩა.
„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,“- ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.
ადგილზე ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა აღინიშნება. ავსტრალიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, მეხანძრეებს 3 000 ჯარისკაცი ეხმარებათი. ევაკუაციის პროცესში სამხედრო ფლოტის მესამე ხომალდი ჩაერთო.
ცნობისთვის, ამ კვირას გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდეა გაზრდილი, ხოლო დაკარგულთა 21-მდე.