მომღერალ მერაია ქერის Twitter-ის ანგარიში გაუტეხეს

ახალი წლის ღამეს, მომღერალ მერაია ქერის Twitter-ი გაუტეხეს. CNBC-ის აღნიშვნით, მას 21 მლნ-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

მისი ანგარიშის გატეხვაში ეჭვმიტანილნი ჰაკერების ჯგუფი, Chuckling Squad-ია.
ცნობისთვის, მათ აგვისტოშიც გატეხეს მონაცემები და უცენზურო განცხადებებს აკეთებდნენ.

Twitter-ი ამ ინფორმაციას ადასტურებს, ხოლო თვითონ მომღერალს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.