პროვოკატორები, ნიკა გვარამია და ბექა ბასიალაია, მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, სასამართლო პროცესიდან გააძევეს.

მოსამართლე გიორგი არევაძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო რადგან ისინი სასამართლოს მიმართ უპატივცემლობას გამოხატავდნენ.

ცნობისთვის, ხმაური სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრამ გამოიწვია. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ის დრო, რომელიც მოსამართლემ ჩანიშნა მიუღებელია, რადგან დაცვის ქვეშ მყოფნი ჩანიშნულ დღეს სასამართლოში გამოცხადებას ვერ მოახერხებენ.