პარლამენტთან „შეცვალეს“ აქტივისტებმა კვლავ აურზაური გამოიწვიეს

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შეცვალესა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მოძრაობის წევრებმა გადაწყვიტეს ყველასთვის საახალწლო განწყობა გაეფუჭებინათ და პროტესტის გამოხატვას მოწყობილ გასართობ სივრცესთან ეცადნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ გასართობ სივრცეში ბავშვები არ მოიყვანონ.
„დღეს ვხვდებით გარემოვაჭრეებს და მათი სურვილის მიხედვით ჩავატარებთ აქციას მერიასთან, რომელიც ემსახურება არა კანონს და ქვეყანას, არამედ ივანიშვილის და კალაძის კორუფციულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ცდილობენ, მშიერი ადამიანები დაუპირისპირონ შვილმოკლულ მამას, ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს კალაძემ და ივანიშვილმა ბედობას და ახალ წელს, რასაც აუცილებლად მოჰყვება პასუხი“, – ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი.