ამიერიდან ჰოლანდიას ოფიციალურად ნიდერლანდები ეწოდება

ნიდერლანდების ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლიდან სახელწოდების “ჰოლანდიის” გამოყენება შეწყდეს.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, საელჩოები, სამინისტროები, უნივერსიტეტები და სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებები, ამირიდან, ქვეყნის სახელწოდებად მხოლოდ „ნიდერლანდებს“ გამოიყენებენ.

ეს ინფორმაცია მანამდე გასული წლის ოქტომბერში გაჟღერდა.

გადაწყვეტილება ქვეყნის იმიჯის გასამყარებლად მიიღეს, რადგან ჰოლანდიის გაგებისას ტურისტებს ასოციაციად ნარკოტიკები და ამსტერდამის „წითელი ფანრების უბანი“ მოსდით.