Apple-ს აქციების ფასი 2,3%-ით გაიზარდა

კორპორაცია Apple-მ ახალი რეკორდი დაამყარა და აქციების ფასმა 300 დოლარამდე მოიმატა. ბოლო მონაცემებთან შედარებით აქციების ფასი 2,3%-ით გაიზარდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აქციების ფასის ზრდაზე ყურსასმენების AirPods-ის პოპულარობამ და სტრიმინგის სერვისის Apple TV+ გახსნამ იმოქმედა.

უკანასკნელი მონაცემებით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,33 ტრილიონი დოლარია.