თურქეთის მიმართულებით 200 000 – 250 000-მდე მიგრანტი მიემართება

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთის მიმართულებით 200 000 – 250 000-მდე მიგრანტი მიემართება. მან დასძინა, რომ ანკარა ზომებს იღებს, რათა ისინი ქვეყანაში არ შეუშვას.

„ზუსტად ახლა, 200 000 – 250 000 მიგრანტი ჩვენი საზღვრებისკენ მოემართება. ჩვენ ვცდილობთ ისინი შევაკაოთ, მაგრამ ეს ადვილი არაა, ეს რთულია!“- თქვა ერდოღანმა.
მან საუბრისას დასავლეთთან ერთად არაბთა ლიგაც გააკრიტიკა. თურქეთი არაბების თავშესაფრად იქცა, აღნიშნა მან.

„შეხედეთ, არაბთა ლიგა გადაწყვეტილებებს თურქეთის გარეშე იღებს. ვის ვმასპინძლობთ ჩვენ დღეს? თითქმის 4 მილიონ სირიელ ლტოლვილს, რომლებიც არაბები არიან. მხოლოდ 350 000 მათგანია ქურთი“,- თქვა თურქეთის ლიდერმა.

ცნობისთვის, სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის დახმარებით იდლიბის რაიონს ბომბავს.