ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი, განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის სიკვდილში აშშ-ს ადანაშაულებს, ამასთანავე, ამ ქმედებას გაიძვერულს უწოდებს.
მისი მკვლელობა „უკიდურესად სახიფათო და უგუნური ესკალაციაა.“
ამის საპასუხოდ ირანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლად გააგრძელებს.
„ამერიკული ტერორისტული ძალების სისასტიკე და სისულელე, რაც მეთაურ სულეიმანის მკვლელობაში გამოიხატა, უდავოდ წარმოქმნის წინააღმდეგობას რეგიონსა და მსოფლიოში“, – ამბობს მუჰამედ ჯავად ზარიფი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ასევე, „ირანის რევოლუციური გვარდიის“ ყოფილმა მეთაურმა მოჰსენ რეზაეიმ.
„ის წამებით მოკლულ ძმებს შეუერთდა, მაგრამ ჩვენ ამერიკაზე მძლავრ შურისძიებას განვახორციელებთ,“- წერს ის.