ე.წ. პერევი-ქარძმანის გამშვები პუნქტი დღეს გაიხსნა

ე.წ. პერევი-ქარძმანის გამშვები პუნქტი გაიხსნა. ფაქტი დღეს მოხდა, მოსახლეობა კი ოკუპირებულ ტერიტორიას ტოვებს და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა ღიად დარჩენილი ერთაერთი გადასასვლელი 30 დეკემბერს ჩაკეტა. ამის მიზეზად მათ უსაფრთხოების გაძლიერება დაასახელეს.