მეცნიერი, რომელმაც ემბრიონს გენი შეუცვალა დააპატიმრეს

პირველი „გენეტიკური რედაქტირებისთვის“ ჩინელ ბიოფიზიკოსს, ჰე ჯიანკუის, სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მან, ორ დამხმარესთან ერთად ჩანასახის გენი შეცვალეს ისე, რომ ტყუპები შიდსის ვირუსისადმი რეზისტენტულები არიან.

„მე მესმის, რომ ჩემი სამუშაო საკამათოა, თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანებს სჭირდებათ ეს ტექნოლოგია და მეც ამ კრიტიკას მათ გამო გავუძლებ“,- თქვა მეცნიერმა.

აცხადებენ, რომ ჯიანკუის მსგავსი სამუშაოების ჩადენის უფლება არ ჰქონდა.