პროირანულ პოზიციებზე თავდასხმის გამო, ირანი აშშ-ს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა. ვაშინგტონი პასუხისმგებელია იმ შედეგებზე, რომელიც მის უკანონო შეტევებს მოჰყვება,- თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად გამოხატა ტერორიზმის მხარდაჭერა და გვაჩვენა, როგორ უგულვებელყოფს სხვა ქვეყნების ეროვნულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, – თქვა აბას მოსავიმ.
მან დასძინა, რომ აშშ-ს პასუხის გება მოუწევს ჩადენილი დანაშაულების გამო.