ცოტნე გამსახურდია უცხოეთის კლინიკაში გადაჰყავთ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური, აცხადებს, რომ გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე ამჟამად მოლაპრაკებები მიმდინარეობს. პროცესში ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისროები არიან ჩართულნი.

„ცოტნეს გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან რაღაც დეტალები ზუსტდება და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება კონკრეტულად როდის გადაგვყავს. დანამდვილებით ვაპირებთ გადაყვანას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარი იყო ორ-სამ ქვეყანაზე, ბოლოს საუბარი იყო თურქეთზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დანამდვილებით დაზუსტებული, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – თქვა გამსახურდიას მეუღლემ.

„ის ვერსიები, რასაც გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველები აჟღერებენ, მტკნარი სიცრუეა“ – დასძინა მან.

„მაგიდის თითოეულ წევრს ველაპარაკე, იქ არავითარი სერიოზული შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, არანაირი ფიზიკური დაპირისპირება და შეურცხყოფა. ყოვლად წარმოუდგენელია მართალი იყოს ის, რასაც ისინი საუბრობენ, რადგან ამას არავინ ადასტურებს. იმ სუფრიდან მომავალი ცოტნე იყო სახლში და იყო ძალიან მშვიდი, კარგ ხასიათზე იყო. წარმოუდგენელია, ოთხი-ხუთი კაცი ადამიანს მოსაკლავად თავს დაესხას და ამას რამე გამართლება ჰქონდეს. ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი, 15 წუთით ადრე თუ 15 დღით, ამას მე ვერ გეტყვით. ვვარაუდობ, რომ დამნაშავეთა წრე გაიზრდება. თავად ცოტნე კარგად იცნობდა კახა ჩხეტიანს, რომელიც მისი მეზობელი და ყოფილი მეგობარი იყო, რომელთანაც განხეთქილება მოუვიდა და შემდეგ შერიგდნენ, მაგრამ აღარ მეგობრობდნენ. ჩხეტიანიც იყო იმ ჩასაფრებულ ადამიანებთან ერთად, თავისი ვერსიით, გასაშველებლად, მაგრამ გასაშველებლად მისული ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ სახლიდან გამოსულ ადამიანს თავში ჩაარტყან მძიმე საგანი“,- ამბობს ანა ჯაბაური.