მსოფლიოში უხუცესი მარტორქა, ფაუსტა, გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი შავი მარტორქა გარდაიცვალა. მისი სახელი ფაუსტაა და ის 57 წლის იყო.

BBC აცხადებს, რომ ის 1965 წელს კრატერში აღმოაჩინეს და მაშინ ის 3 წლის იყო.
ფაუსტა ველურ ბუნებაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, მაგრამ 2016 წელს მას აფთრები დაესხნენ თავს და ის დაცულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების დღეს სასიხარულო ამბავიც მოხდა და ახალი მარტორქა დაიბადა.