აშშ-მ ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს. ამ ინფორმაციას პენტაგონი ადასტურებს. დაიღუპა „ჰეზბოლას“ სულ ცოტა ოთხი მეთაური.

„ჰეზბოლას“ თავდასხმების საპასუხოდ, რომლებიც ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელდა, სადაც კოალიციური ჯარები იმყოფებოდნენ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წინასწარი თავდაცვით თავდასხმა განახორციელეს“, – განაცხადეს პენტაგონში.
ცნობისთვის, შაბათს ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმის გამო 1 ამერიკელი გარდაიცვალა.