პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს.

აღსანიშნავია, რომ პატიმართა გათავისუფლება უშუალოდ ახალი წლის წინ არ იგეგმება, პატიმართა ნაწილს მხოლოდ შობის დღესასწაულისთვის გაათავისუფლებენ.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს, თუმცა გაათავისუფლებენ თუ არა მას, ეს ჯერ კიდევ უცნობია.