ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საახალწლო დღეებში, 30-დან 3 იანვრის ჩათვლით ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება.

„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.