ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა

რუსეთში ტერორისტული აქტების აღკვეთაში ვაშინგტონის როლის გამო რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტიმა ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა.

ასევე ისინი შეთანხმდნენ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ორმხრივი თანამშრომლობით გააგრძელებენ.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის დახმარებით ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს.