გიორგი გახარია 2019 წლის ნატო-საქართველოს ურთიერთობებს აჯამებს

გიორგი გახარიამ, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა 2019 წლის განმავლობაში შეაჯამა.

„წელს ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ერთმნიშვნელოვნად სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს გავაცნოთ ის მიღწევები დემოკრატიზაციის, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს და დავანახოთ ის ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც ახდენს სააქართველოს მოქალაქე და ქართული საზოგადოება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატო-ს და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატო-ს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია შავ ზღვაში, ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასევე გაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს, რომელიც დაფიქსირდა 2019 წელს და რომელიც მოიცავს სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს, როგორიცაა უსაფთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით. მეგობრებო, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუტებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებსა და პარტნიორებს დავანახოთ პროგრესი, ის პროგრესი, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს ჩვენი თითოეული მოქალაქე,“ – თქვა პრემიერ გახარიამ.