ახალი წელი ეკო-კატასტროფის ფონზე

გრანდიოზული ფეიერვერკი, რომელიც სიდნეის საახალწლო ღონისძიების განუყოფელი ნაწილი გახდა მაინც გაიმართება. ამის პარალელურად ქვეყანაში ეკოლოგიური კატასტროფა მძვინვარებს, ავსტრალია ტყის ხანძრებს ებრძვის.

ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა. მათ სურთ მსოფლიოს დაანახონ თუ რაოდენ ოპტიმისტები არიან.

“იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ვართ, უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით, არ შემიძლია უკეთესი დრო წარმოვიდგინო, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, თუ რაოდენ ოპტიმისტური და პოზიტიურია ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა სკოტ მორისონმა.
ქალაქ სიდნეის საკრებულომ საახალწლო ფეიერვერკისთვის 4.19 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

ტყის ხანძრების გამო ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა, რამაც 41,9 C მიაღწია. ასევე,  საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული რამდენიმე შტატში. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და ათასზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 ამ ეტაპზე ავსტრალიაში 100-ზე მეტი ხანძრის კერაა.