თბილისის საახალწლო გეგმები

31 დეკემბერს თბილისის რესპუბლიკურ მოედანზე მთავარი საახალწლო კონცერტი გაიმართება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მინდა, ყველა დავპატიჟო 31-ში რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გაიმართება გალაკონცერტი და ერთად შევხვდეთ ახალ წელს. მობრძანდით თქვენი შვილებით, წამოიყვანეთ შვილიშვილები. საკმაოდ საინტერესო პროგრამა იქნება, ძალიან მაგარი ფეირვერკი იქნება. მგონია, რომ ზოგადად ჩვენი საახალწლო სოფელი და ღონისძიებები ძალიან მრავალფეროვანია, საინტერესოა. ყველა თაობის ადამიანისთვის არის კუთხე, სადაც შეუძლიათ, მობრძანდნენ, დაისვენონ, გაერთონ. ეს დღეები გაგრძელდება 13 იანვრის ჩათვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.