მექსიკაში მაიას ტომის ერთ-ერთი უცნობი სასახლის ნარჩენები იპოვეს

მექსიკაში გათხრების შედეგად, მაიას ტომის ერთ-ერთი უცნობი სასახლის ნარჩენები იპოვეს. მეცნიერების მოსაზრებით ის 1000 წლის წინ ააგეს, სწორედ მაშინ, როდესაც მაიას ცივილიზაცია ზეობის პიკში იყო.

სასახლეს 6 მეტრის სიგრძის გალავანი აკრავს, კედლების სისქე 15 მეტრია, ხოლო სიგრძე კი 55 მეტრი. ცნობისთვის, ამ ტერიტორიაზე მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი კულუბა მდებარეობს, შესაბამისად ნაგებობაც მნიშვნელოვნად ფუნქციური უნდა ყოფილიყო.

აღნიშნული სასახლე მე-7 საუკუნეში უნდა აშენებულიყო, ამ დროისთვის კი მაიას ტომი გვატემალას, ბელიზის, ჰონდურასის და სამხრეთ მექსიკის ტერიტორიებს აკონტროლებდა.
სპეციალისტები ადგილს შეისწავლიან, აღმოჩენილი ერთ-ერთ ნაგებობას რელიგიური დანიშნულება უნდა ჰქონოდა, ასევე აღმოაჩინეს დასახლების კვალიც.

“ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მასიური ნაგებობა აღმოვაჩინეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეთი არაერთია”, – თქვა ერთ-ერთმა არქეოლოგმა.