რუსეთმა „ავანგარდი“ ზებგერითი სარაკეტო სისტემა განათავსა

რუსეთმა „ავანგარდი“, ზებგერითი სარაკეტო სისტემა განათავსა,- აცხადებს „ბიბისი“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ზებგერითი სარაკეტო კომპლექსით აღჭურვილი პირველი პოლკი საბრძოლო მოვალეობას 27 დეკემბერს, მოსკოვის დროით 10 საათზე შეუდგება. ცნობისთვის, პოლკი ურალშია განთავსებული.

პუტინმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობის მქონე „ავანგარდს“ თანამედროვე და მომავალ სარაკეტო თავდაცვის სისტემებში შეჭრა შეუძლია.

„ავანგარდის შეჩერება არცერთ არსებულ და პოტენციურ სარაკეტო თავდაცვის საშუალებას შეუძლია,“- თქვა რუსეთის ლიდერმა.

ოფიციალური ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ „ავანგარდს“ ატმოსფეროს მკვრივ ფენებში კონტინენტთაშორის მანძილზე ბგერის გავრცელების სიჩქარეზე 20-ჯერ უფრო სწრაფად გადაადგილება, ამასთანავე მას ორ მეგატონამდე ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.