ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 1 ამერიკელი გარდაიცვალა, რამდენიმე დაიჭრა

ერაყში სარაკეტო დარტყმის შედეგად, რომელიც ამერიკულ ბაზაზე მოხდა, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა. დავდასხმა ჩრდილოეთით მდებარე ბაზაზე განხორციელდა. ცნობისთვის, დაიჭრა კიდევ რამდენიმე ამერიკელი და ერაყელი სამხედრო.
ამ ბაზის მიმზართულებით გუშინ 30-მდე რაკეტა გაუშვეს.

ცნობისთვის, ბაზაზე, რომელზეც დარტყმა განხორციელდა განთავსებულნი არიან ემერიკული და ერაყული ჯარები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტურ ჯგუფებს ებრძვიან რეგიონში.