ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილმა საპატიმრო დატოვა

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა საპატიმრო დატოვა. მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და ყველა პირს მადლობა გადაუხადა, ვინც მას გვერდში ედგა.

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას, მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას. ნება მომეცით ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას მოგაწვდით ინფორმაციას. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა მეგობარს, ვინც გვერდში მედგა განსაკუთრებით, ჩემს ლამაზ მეუღლესა და ბრწყინვალე შვილებს. რა ინფორმაციასაც მაწვდიდნენ ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ“,- თქვა გაფრინდაშვილმა.