ფილიპინებში ტაიფუნს 28 ადამიანი ემსხვერპლა, მაჩვენებლები კი ყოველდღიურად იზრდება

როგორც უკვე ცნობილია, ფილიპინებში ძლიერი ტაიფუნი მოხდა. მის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით მას 28 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის 12 ადამიანი ითვლება დაკარგულად. 58 ათასზე მეტ ადამიანს საცხოვრებლების დატოვება მოუწიათ.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვის ზრდა კვლავ მოსალოდნელია.