კრიმინალი კუ სახლებს წვავს

კუმ, რომლის ასაკიც 45 წელია, სახლში ხანძარი გააჩინა, თვითონ კი უვნებელი გადარჩა.
ხანძრის გაჩენისას კუ სახლში მარტო იყო, სანათი წააქცია, ამან კი მოკლე ჩართვა გამოიწვია.

ხანძარი მეზობლებმა შენიშნეს და მათვე დარეკეს სახანძროში. მეხანძრეებმა ცეცხლი 25 წუთში ჩააქრეს და კუ ცოცხალი გამოიყვანეს.

“ვიმედოვნებ კუ ხანგრძლივად და ბედნიერად იცხოვრებს. მას ძალიან იღბლიანი შობის დღე აქვს – 45 წლის არის და ცხოვრებას განაგრძობს”, – ამბობს მეხანძრე.